ალასკაზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხეც
ალასკაზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხეც

აშშ-ში, ალასკაზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი პერივილის დასახლებასთან, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები სტიქიის ეპიცენტრიდან 800 კილომეტრის მოშორებით მდებარე ანკორიჯის მოსახლეობამაც იგრძნო.

ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ალასკაში მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გაფრთხილება უკვე გამოცემულია. მიმდინარეობს ცუნამის წარმოშობის საფრთხის შეფასება კალიფორნიის სანაპიროსთვის.