ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 334-მდე გაიზარდა

16:16, 24.12.2018

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 334-მდე გაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 281 გარდაცვლილის შესახებ.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ინდონეზიის ეროვნული კატასტროფის მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს რეკომენდაციით, მოსახლეობამ სანაპირო ზონაში გადაადგილებისგან თავი უნდა შეიკავოს.

ვულკანის პირველი ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა 22 დეკემბერს​ ინდონეზიის კუნძულების სანაპირო ზოლს გადაუარა და რამდენიმე ასეული შენობა გაანადგურა.

მსგავსი