ინდონეზიაში ცუნამის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში ცუნამის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში, ზონდის სრუტის რაიონში ცუნამის შედეგად სულ მცირე, 20 ადამიანი გარდაიცვალა.

The Guardian-ი ინდონეზიის სტიქიასთან ბრძოლის სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სტიქიის გამო სულ მცირე, 165 ადამიანი არის დაშავებული.

მედიის ცნობით, არიან დაკარგულებიც.