ინდონეზიაში, ზონდის სრუტის რაიონში ცუნამის შედეგად სულ მცირე, 20 ადამიანი გარდაიცვალა.
The Guardian-ი ინდონეზიის სტიქიასთან ბრძოლის სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სტიქიის გამო სულ მცირე, 165 ადამიანი არის დაშავებული.
მედიის ცნობით, არიან დაკარგულებიც.