ცუნამის საფრთხის გამო, იაპონიის სანაპირო დასახლებებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს
ცუნამის საფრთხის გამო, იაპონიის სანაპირო დასახლებებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის წარმოშობის საფრთხე, რის გამოც სანაპირო დასახლებიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ევაკუაცია ძირითადად, ნიგატას, იამაგატასა და სადოგაშიიმას პრეფექტურებიდან მიმდინარეობს.

მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მოსალოდნელია ერთი მეტრის სიმაღლის ცუნამი.