ახალი კალედონიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ახალი კალედონიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა

ახალი კალედონიის სანაპიროსთან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ცუნამის საფრთხე მიწისძვრის ეპიცენტრთან 1000 კილომეტრის რადიუსში არსებულ ხმელეთს ემუქრება. საქმე ეხება ლუაიოტეს კუნძულებს, რომელიც ახალი კალედონიის შემადგენლობაში შედის.

ცუნამის საფრთხის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიასთან ახლოს 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ტადინის აღმოსავლეთით, მიწისქვეშ 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.