ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანი ამოიფრქვა.
კრატერიდან ამოსული ფერფლისა და კვამლის სვეტი ჰაერში 6 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა, რასაც მომწამლავი ვულკანური აირების ამოფრქვევაც მოჰყვა.
ქვეყნის ხელისუფლებამ ვულკან მერაპიდან სამი კილომეტრის რადიუსში გადაადგილება შეზღუდა.
უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიიდან სამშაბათს 660 ათასამდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.