ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანი ამოიფრქვა

11:56, 24.05.2018

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანი ამოიფრქვა.

კრატერიდან ამოსული ფერფლისა და კვამლის სვეტი ჰაერში 6 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა, რასაც მომწამლავი ვულკანური აირების ამოფრქვევაც მოჰყვა.

ქვეყნის ხელისუფლებამ ვულკან მერაპიდან სამი კილომეტრის რადიუსში გადაადგილება შეზღუდა.

უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიიდან სამშაბათს 660 ათასამდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

მსგავსი