ინდონეზიაში საფეხმავლო ხიდის ჩანგრევას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
შემთხვევა კუნძულ სუმატრაზე მოხდა. მაშველებმა 17 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. დაკარგულია კიდევ ერთი პირი.
ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ინდონეზიის საგანგებო სამსახურის ცნობით, ინციდენტის დროს ხიდზე 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულ მდინარეს უყურებდნენ, შესაძლოა, ხიდმა სიმძიმეს ვერ გაუძლო.