ინდონეზიაში მეწყერი ჩამოწვა, რასაც სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა. 20 პირი დაკარგულად მიიჩნევა. აღნიშნულ ინფორმაციას სტიქიის სალიკვიდაციო სააგენტოში ადასტურებენ.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს ძლიერი წვიმა ართულებს. ელექტროენერგიის არასტაბილურად მიწოდების გამო კი, მაშველებს სპეციალური ტექნიკის სათანადოდ გამოყენება უჭირთ.
მეწყერმა 34 საცხოვრებელი სახლი დაფარა. მიწის ჩამოწლილი მასიდან სამი დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავამყოფოში მკურნალობენ.