ინდონეზიაში მეწყერს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 
ინდონეზიაში მეწყერს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 

ინდონეზიაში მეწყერი ჩამოწვა, რასაც სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა. 20 პირი დაკარგულად მიიჩნევა. აღნიშნულ ინფორმაციას სტიქიის სალიკვიდაციო სააგენტოში ადასტურებენ.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს ძლიერი წვიმა ართულებს. ელექტროენერგიის არასტაბილურად მიწოდების გამო კი, მაშველებს სპეციალური ტექნიკის  სათანადოდ გამოყენება უჭირთ.

მეწყერმა 34 საცხოვრებელი სახლი დაფარა. მიწის ჩამოწლილი მასიდან სამი დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავამყოფოში მკურნალობენ.