ინდონეზიაში გადაშენების პირას მყოფი იავური მარტორქის ორი ნაშიერი დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
18:02, 23.09.2020
ინდონეზიის ერთ-ერთ ეროვნულ პარკში უკიდურესად იშვიათი იავური მარტორქის ორი ნაშიერი შენიშნეს, რაც მსოფლიში ერთ-ერთ ყველაზე განადგურებული ამ ძუძუმწოვრის გადარჩენის ახალ იმედს აჩენს.
მარტორქის ნაშიერები მდედრი და მამრი არიან. მკვლევრებმა მათ ელენი და ლუთერი დაარქვეს. მარტი-აგვისტოს მონაკვეთში ისინი დედასთან ერთად უჯუნგ-კულონის ეროვნულ პარკში დამონტაჟებულმა ასამდე ფოტოხაფანგმა დააფიქსირა.
უჯუნგ-კულონის ეროვნულ პარკი კუნძულ იავის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და უკანასკნელი ადგილია, სადაც იავური მარტორქა ველურ ბუნებაში შემორჩა.
იავური მარტორქების პოპულაცია წლებია მცირდება. ახალი ნაშიერების გამოჩენის შემდეგ, ამ მათი რაოდენობა მსოფლიოში სულ 74-ია.
ნაკრძალი, სადაც ისინი დააფიქსირეს, 5100 ჰექტარზეა გადაჭიმული და მოიცავს წვიმის ტყეებსა და მტკნარი წყლის ნაკადულებს.
ინდონეზიის ხელისუფლების ცნობით, კუნძულ სუმატრისა და იავის მასშტაბით მარტორქებს ადგილი შეუცვალეს, რათა ახლომდებარე ვულკან კრაკატაუსგან მომდინარე საფრთხე ააცილონ.
„ეს ნაშიერები იმედს აჩენს, რომ იავური მარტორქის განადგურების პირას მისული სახეობა არსებობას გააგრძელებს“, — აღნიშნავს ინდონეზიის გარემოს დაცვის სამინისტრო.
იავურ მარტორქებს კანზე ნაკეცები აქვთ, რომლებიც აბჯარს მოგვაგონებს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მათი რაოდენობა ერთ დროს ათასობით იყო, მაგრამ ბრაკონიერობისა და მათი საცხოვრებელი გარემოს ადამიანთა მიერ ათვისების შედეგად, სახეობა გადაშენების პირას მივიდა.