ინდოეთის სამხრეთ დასავლეთით მდებარე კერალას შტატში წყალდიდობას სულ მცირე 324 ადამიანი ემსხვერპლა.
უხვმა ნალექმა 40-მდე მდინარის ადიდება გამოიწვია. კერალაში წყალდიდობამ 400 ათასი საცხოვრებელი სახლი დაანგრია.
ამავე რეგიონში, ორი თვის წინ, სტიქიის შედეგად 1000-მდე ადამიანი დაიღუპა. სამაშველო სამუშაოები კერალას შტატში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენები და მძიმე ჯავშანტექნიკაა ჩართული.
სტიქიის ზონაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი ჩავიდა.