ინდოეთში წყალდიდობას 90 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში წყალდიდობას 90 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში სტიქიამ განსაკუთრებით უტარ პრადეშისა და ბიჰარის შტატები დააზარალა.

ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, უტარ პრადეშში ნალექის რაოდენობამ ნორმას 1.700 პროცენტით გადააჭარბა. ინდოეთის კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ცნობით, წყალდიდობის შედეგად უტარ პრადეშის შტატში 73 ადამიანი დაიღუპა, ბიჰარში კი 17.

ორივე შტატის ათეულობით ქალაქში დატბორილია საავადმყოფოები და სკოლები. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.