ინდოეთში ტურისტული ნავის გადაბრუნებას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა
ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა ტურისტული ნავის გადაბრუნებას სამხრეთ ინდოეთის შტატ ანდხრა-პრადეშიში.
როგორც სააგენტო Reuters-ს სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, ინციდენტი მდინარე კრიშნაში, ქალაქ ვიჯაიავადადან 25 კილომეტრის დაშორებით მოხდა. მისივე თქმით, ადმინისტრაცია მომხდარის მიზეზებს იძიებს.
კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული სამსახურის მიერ Twitter-ში გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ნავზე დაახლოებით 35 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 20-ის გამოყვანა სამძებრო ღონისძიებების შედეგად უკვე მოხერხდა.