ინდოეთში ტურისტული ნავის გადაბრუნებას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში ტურისტული ნავის გადაბრუნებას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა ტურისტული ნავის გადაბრუნებას სამხრეთ ინდოეთის შტატ ანდხრა-პრადეშიში.

როგორც სააგენტო Reuters-ს სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, ინციდენტი მდინარე კრიშნაში, ქალაქ ვიჯაიავადადან 25 კილომეტრის დაშორებით მოხდა. მისივე თქმით, ადმინისტრაცია მომხდარის მიზეზებს იძიებს.

კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული სამსახურის მიერ Twitter-ში გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ნავზე დაახლოებით 35 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 20-ის გამოყვანა სამძებრო ღონისძიებების შედეგად უკვე მოხერხდა.