ინდოეთში საქართველოდან შარშან 1714 ტურისტი ჩავიდა. ამის შესახებ პირველ არხს ინდოეთის ტურიზმის სამინისტროდან აცნობეს. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1438-ს შეადგენდა. შესაბამისად, ზრდამ ერთ წელიწადში 19 პროცენტი შეადგინა.
გაცილებით მეტი ვიზიტორი სტუმრობს საქართველოს ინდოეთიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა 2017 წელს 59 732 იყო. ზრდა წინა წელთან შედარებით, 64 პროცენტს შეადგენს.