ინდოეთში სამგზავრო ავტობუსის ხევში გადავარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უტარკჰანდის შტატში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. დაიღუპა ხუთი და დაშავდა 21 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ავტობუსში 30-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. პოლიციის ვარაუდით, ავტობუსის მძღოლმა მთის გზის რთულ მონაკვეთზე საჭე ვერ დაიმორჩილა, რაც ავარიის მიზეზი გახდა.
დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.