ინდოეთში სამგზავრო ავტობუსის ხევში გადავარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

11:25, 07.09.2018

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უტარკჰანდის შტატში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. დაიღუპა ხუთი და დაშავდა 21 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ავტობუსში 30-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. პოლიციის ვარაუდით, ავტობუსის მძღოლმა მთის გზის რთულ მონაკვეთზე საჭე ვერ დაიმორჩილა, რაც ავარიის მიზეზი გახდა.

დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი