ინდოეთში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს ოთხი ახალშობილი ემსხვერპლა
ინდოეთში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს ოთხი ახალშობილი ემსხვერპლა

ინდოეთში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს ოთხი ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევა მადჰია-პრადეშის შტატის ერთ-ერთი სახელმწიფო საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში მოხდა. ხანძრის დროს განყოფილებაში 40 ახალშობილი იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გადარჩენილი ჩვილები სხვა განყოფილებებში გადაიყვანეს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მიმდინარე წელს ინდოეთში საავადმყოფოებში გაჩენილ ხანძრებს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი