ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირის რეგიონში ტერორისტულ თავდასხმას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ათობით პირი.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სამხედრო კოლონაში დანაღმული ავტომობილი გამიზნულად შევარდა, ავტობუსთან შეჯახების შედეგად კი აფეთქდა.
ავტობუსს 44 ოფიცერი გადაჰყავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამადმა” აიღო.