ინდოეთში, ქაშმირის რეგიონში ტერაქტს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

23:15, 14.02.2019

ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირის რეგიონში ტერორისტულ თავდასხმას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ათობით პირი.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სამხედრო კოლონაში დანაღმული ავტომობილი გამიზნულად შევარდა, ავტობუსთან შეჯახების შედეგად კი აფეთქდა.

ავტობუსს 44 ოფიცერი გადაჰყავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამადმა” აიღო.

მსგავსი