ინდოეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა, 187 პირი დაკარგულად ითვლება
ინდოეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა, 187 პირი დაკარგულად ითვლება

ინდოეთში, კერალას შტატში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა, 187 პირი დაკარგულად ითვლება.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ეს იყო ტურისტებში პოპულარულ შტატში ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფაა 2018 წლის შემდეგ.

ინდოეთის არმიის ცნობით, სამხედროებმა ათასი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ძლიერი წვიმით გამოწვეულმა მეწყერმა რეგიონის მთავარი ხიდი წაიღო, რაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ართულებს. ხიდი სტიქიის ზონას უახლოეს ქალაქთან აკავშირებდა. სამხედროებს დროებითი ხიდის მშენებლობა აქვთ დაწყებული.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ან დანგრეულია 350-მდე საცხოვრებელი სახლი.