ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად ბოლო ორი დღის განმავლობაში დაიღუპა 51 და დაშავდა 10 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 39 ადამიანი ბიჰარის შტატში დაიღუპა, 12 კი ჯარკაჰანდარში.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში კი წყალდიდობას ებრძვიან. აღმოსავლეთით მდებარე ასამის პროვინციაში, ბოლო მონაცემებით სტიქიას 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.