ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა

11:23, 25.07.2019

ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად ბოლო ორი დღის განმავლობაში დაიღუპა 51 და დაშავდა 10 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 39 ადამიანი ბიჰარის შტატში დაიღუპა, 12 კი ჯარკაჰანდარში.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში კი წყალდიდობას ებრძვიან. აღმოსავლეთით მდებარე ასამის პროვინციაში, ბოლო მონაცემებით სტიქიას 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი