ინდოეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 750 ათასს უახლოვდება. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში 23 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ოდენობა კი ქვეყანაში 20 642-ს აღწევს. მათგან 482 პაციენტი მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა.
დღეისათვის ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 265 ათასი აქტიური შემთხვევაა.