ინდოეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 750 ათასს მიაღწია
ინდოეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 750 ათასს მიაღწია

ინდოეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 750 ათასს უახლოვდება. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში 23 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ოდენობა კი ქვეყანაში 20 642-ს აღწევს. მათგან 482 პაციენტი მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა.

დღეისათვის ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 265 ათასი აქტიური შემთხვევაა.