ინდოეთში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი, 69 672 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი, 69 672 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 997 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აკეთებს.
საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 2 840 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 52 886 ადამიანი.