ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს აჭარბებს
ინდოეთში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს აჭარბებს. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან თითქმის შვიდი თვის მანძილზე, ქვეყანაში 1 531 669 შემთხვევა ფიქსირდება, დაღუპულია 34 193 ადამიანი.
ინდოეთში ვირუსისგან 988 029 პაციენტი განიკურნა.
„კოვიდ 19“-ის შემთხვევების რაოდენობის კუთხით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა.