ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს აჭარბებს
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს აჭარბებს

ინდოეთში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს აჭარბებს.  ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან თითქმის შვიდი თვის მანძილზე, ქვეყანაში 1 531 669 შემთხვევა ფიქსირდება, დაღუპულია 34 193 ადამიანი.

ინდოეთში ვირუსისგან 988 029 პაციენტი განიკურნა.

„კოვიდ 19“-ის შემთხვევების რაოდენობის კუთხით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა.