ინდოეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 200 ათასს აჭარბებს
ინდოეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა.
„სიენენის“ ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 8 909 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, ინდოეთში სულ კორონავირუსით 207 615 ადამიანი არის ინფიცირებული.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსით ინდოეთში გარდაცვლილია 5 800-ზე მეტი ადამიანი.
ინდოეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეშვიდე ქვეყანაა.