ინდოეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 200 ათასს აჭარბებს
ინდოეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 200 ათასს აჭარბებს

ინდოეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა.

სიენენის“ ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 8 909 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, ინდოეთში სულ კორონავირუსით 207 615 ადამიანი არის ინფიცირებული.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსით ინდოეთში გარდაცვლილია 5 800-ზე მეტი ადამიანი.

ინდოეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეშვიდე ქვეყანაა.