ინდოეთში, ერთ-ერთ ქარხანაში ხანძრის შედეგად სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში, ნიუ დელის ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 43 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ფაბრიკაში გაჩნდა, სადაც ხელჩანთები იწარმოება. ტერიტორიაზე ინახებოდა ნედლეულიც, რის გამოც ცეცხლი ექვსსართულიან შენობაში სწრაფად გავრცელდა.
ინციდენტის დროს, თანამშრომლებს ეძინათ, რის გამოც გამოსვლა ვერ მოასწრეს. მაშველებმა 50-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. უმეტესობა მათგანს კვამლით ინტოქსიკაცია აქვს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.