ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 059 ადამიანი
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 60 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 1 059-ით გაიზარდა და ჯამში 59 449-ს აღწევს.
გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, უკვე მერვე დღეა, ინდოეთში ყოველდღიურად კორონავირუსის 60 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში „კოვიდ-19“-ით 3,2 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.