ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 059 ადამიანი

13:21, 26.08.2020

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 60 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 1 059-ით გაიზარდა და ჯამში 59 449-ს აღწევს.

გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, უკვე მერვე დღეა, ინდოეთში ყოველდღიურად კორონავირუსის 60 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში „კოვიდ-19“-ით 3,2 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

მსგავსი