ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 519 პაციენტი
ინდოეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 27 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულ პაციენტთა რიცხვი 519-ით გაიზარდა.
„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო, ქვეყნის 10-ზე მეტ შტატში ნაწილობრივი კარანტინის რეჟიმი ისევ ამოქმედდა.
ინდოეთში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 827 000-ს გადასცდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა.