ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 519 პაციენტი
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 519 პაციენტი

ინდოეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 27 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულ პაციენტთა რიცხვი 519-ით გაიზარდა.

„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო, ქვეყნის 10-ზე მეტ შტატში ნაწილობრივი კარანტინის რეჟიმი ისევ ამოქმედდა.

ინდოეთში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 827 000-ს გადასცდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა.