ინდოეთმა განაცხადა, რომ 2070 წლისთვის სათბური აირების გამოყოფის ნულოვან დონეს მიაღწევს
ინდოეთმა განაცხადა, რომ 2070 წლისთვის სათბური აირების გამოყოფის ნულოვან დონეს მიაღწევს. აღნიშნული დაპირების შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე განაცხადა. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინდოეთი მსგავსი ტიპის ვალდებულებას იღებს.
ნულოვანი ანუ კარბონ-ნეიტრალური დონე ნიშნავს, რომ ქვეყანაში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვს ნულამდე დაიყვანს.
ცნობისთვის, ჩინეთი გეგმავს, რომ კარბონ-ნეიტრალური ქვეყანა 2060 წლისთვის გახდეს, ხოლო აშშ-ისა და ევროკავშირის მიზანია ნახშიროჟანგის გამონაბოლქვი ნულამდე 2050 წლისთვის დაიყვანონ.
ინდოეთი მსოფლიოში ნახშიროჟანგის გამოყოფის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქვეყანაა ჩინეთის, აშშ-სა და ევროკავშირის შემდეგ.
ამას გარდა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა ენერგიის 50% განახლებადი წყაროებიდან მიიღებს და ამავე წლისთვის ნახშიროჟანგის გამოყოფას ერთი მილიარდი ტონით შეამცირებს.