ინდოეთმა განაცხადა, რომ 2070 წლისთვის სათბური აირების გამოყოფის ნულოვან დონეს მიაღწევს
ინდოეთმა განაცხადა, რომ 2070 წლისთვის სათბური აირების გამოყოფის ნულოვან დონეს მიაღწევს

ინდოეთმა განაცხადა, რომ 2070 წლისთვის სათბური აირების გამოყოფის ნულოვან დონეს მიაღწევს. აღნიშნული დაპირების შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე განაცხადა. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინდოეთი მსგავსი ტიპის ვალდებულებას იღებს.

ნულოვანი ანუ კარბონ-ნეიტრალური დონე ნიშნავს, რომ ქვეყანაში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვს ნულამდე დაიყვანს.

ცნობისთვის, ჩინეთი გეგმავს, რომ კარბონ-ნეიტრალური ქვეყანა 2060 წლისთვის გახდეს, ხოლო აშშ-ისა და ევროკავშირის მიზანია ნახშიროჟანგის გამონაბოლქვი ნულამდე 2050 წლისთვის დაიყვანონ.

ინდოეთი მსოფლიოში ნახშიროჟანგის გამოყოფის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქვეყანაა ჩინეთის, აშშ-სა და ევროკავშირის შემდეგ.

ამას გარდა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა ენერგიის 50% განახლებადი წყაროებიდან მიიღებს და ამავე წლისთვის ნახშიროჟანგის გამოყოფას ერთი მილიარდი ტონით შეამცირებს.