ინდოეთში, ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 58 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ტრაგედია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მაჰარაშტრას შტატში მოხდა. ქიმიურ ქარხანაში აფეთქება ადგილობრივი დროით 09:45 საათზე დაფიქსირდა.
ამ დროისთვის ინციდენტის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ტრაგედიის დროს შენობაში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმე ათეული პირის ბედი ჯერ კიდევ უცნობია.
პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე ავზი აფეთქდა, რის შემდეგაც ცეცხლი მთელ შენობაზე გავრცელდა.