ინდოეთის ქარხანაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის ქარხანაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 58 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ტრაგედია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მაჰარაშტრას შტატში მოხდა. ქიმიურ ქარხანაში აფეთქება ადგილობრივი დროით 09:45 საათზე დაფიქსირდა.

ამ დროისთვის ინციდენტის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ტრაგედიის დროს შენობაში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმე ათეული პირის ბედი ჯერ კიდევ უცნობია.

პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე ავზი აფეთქდა, რის შემდეგაც ცეცხლი მთელ შენობაზე გავრცელდა.

დატოვე კომენტარი