ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის „ტვიტერზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის „ტვიტერზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა.
„სიენენის“ ინფორმაციით, კიბერთავდამსხმელები ნარენდრა მოდის „ტვიტერის“ მეშვეობით, ინდოეთის „კოვიდ-19“-ის ეროვნულ ფონდში კრიპტოვალუტის გადარიცხვას ითხოვდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას კიბერთავდასხმის უკან.
სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ სპიკერი აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.