ინდოეთის ადმინისტრირებულ ქაშმირის რეგიონში ტერაქტის გამო, ინდოეთი პაკისტანის სრულ იზოლაციას გეგმავს
ინდოეთის ადმინისტრირებულ ქაშმირის რეგიონში ტერაქტის გამო, ინდოეთი პაკისტანის სრულ იზოლაციას გეგმავს

ინდოეთის ადმინისტრირებულ ქაშმირის რეგიონში ტერაქტის გამო, ინდოეთი პაკისტანის სრულ იზოლაციას გეგმავს.

ინდოეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან პაკისტანის კავშირების გასაწყვეტად, ყველა შესაძლო დიპლომატიურ ნაბიჯს გადადგამენ.

ქაშმირში მომხდარი ტერორისტული აქტის საქმეზე, ინდოეთის უსაფრთხოების ძალებმა ხუთი ადამიანი დააკავეს.

ინდოეთის არმიის ჯარისკაცებზე თავდასხმა ქაშმირის რეგიონში 14 თებერვალს მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილი ინდოეთის არმიის ჯარისკაცების ავტობუსებთან ააფეთქა. ტერაქტის შედეგად 46 ჯარისკაცი დაიღუპა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში ბაზირებულმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, „ჯაიშ-ე-მოჰამად“-მა აიღო. ინდოეთი პაკისტანს აღნიშნული დაჯგუფებისთვის მატერიალური დამხარების აღმოჩენაში ადანაშაულებს.