ქაშმირის რეგიონში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 34 ჯარისკაცი ემსხვერპლა

20:47, 14.02.2019

ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირის რეგიონში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 34 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცების ავტობუსების კოლონის მახლობლად თავდამსხმელმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში ბაზირებულმა ისლამისტურმა სამხედრო ჯგუფმა „ჯაიშ-ე-მოჰამადმა“ აიღო.

აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ბევრი დაჭრილი ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ინდოეთი სამხედრო ჯგუფის მატერიალურ დახმარებაში პაკისტანს ადანაშაულებს. უმეტესად მუსლიმებით დასახლებული ქაშმირის რეგიონი ათწლეულების განმავლობაში ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაპირისპირების საფუძველია. აღნიშნულ ტერიტორიაზე პრეტენზიას ორივე ქვეყანა აცხადებს.

მსგავსი