კანადელმა ჩოგბურთელმა ბიანკა ანდრეესკუმ უარი თქვა ინდიან უელსის უმაღლესი კატეგორიის ტურნირში თამაშზე. მიზეზი მუხლის ტრავმაა.
„ცნობილია, რომ ვმკურნალობ ტრავმას, რომელიც წლის შემაჯამებელ ტურნირზე მივიღე. აღდგენითი პროცესი ხანგრძლივი გამოვიდა. მინდოდა ინდიან უელსის ტურნირზე დაბრუნება და შარშანდელი ტიტულის დაცვა, მაგრამ ჯერ მზად არ ვარ ამისთვის”, – განაცხადა კანადელმა ჩოგბურთელმა.
უარის გამო, ანდრეესკუ დატოვებს WTA-ის რეიტინგის საუკეთესო ათეულს.
უფრო ადრე გახდა ცნობილი, რომ ინდიან უელსში ასევე არ ითამაშებენ რუმინელი სიმონა ჰალეპი, შარშანდელი ფინალისტი, გერმანელი ანჟელიკ კერბერი და ბელარუსი ვიქტორია აზარენკა.