ინდიან უელსის ტურნირები ისევ არ გაიმართება
ინდიან უელსის ტურნირები ისევ არ გაიმართება

უახლოეს დღეებში გამოცხადდება 2021 წელს, ინდიან უელსში მამაკაცთა და ქალთა უმაღლესი კატეგორიის ტურნირების გაუქმების შესახებ. ეს საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა Sports Illustrated-ის ჟურნალისტმა იონ ვერტჰეიმმა.

დღეისთვის ქალთა და მამაკაცთა პროფესიული ტურების ხელმძღვანელები მუშაობენ 2021 წლის კალენდრის შედგენაზე. მათი სურვილია ჩაატარონ მაქსიმალურად ბევრი ტურნირი და, ამასთან, მინიმუმამდე დაიყვანონ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური გამოვლინებები.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ინდიან უელსის ტურნირი გახდა პირველი 2020 წელს, რომელიც პანდემიის გამო გააუქმეს.