მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი ოლიმპიადას გამოტოვებს #1TVSPORT
მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი ოლიმპიადას გამოტოვებს #1TVSPORT

კანადელმა ჩოგბურთელმა ბიანკა ანდრეესკუმ „ინსტაგრამში“ თავის გვერდზე დაწერა, რომ გამოტოვებს ტოკიოს ოლიმპიადას.

„უნდა შეგატყობინოთ, რომ მივიღე რთული გადაწყვეტილება ოლიმპიადის გამოტოვებასთან დაკავშირებით. ბავშვობიდან ვოცნებობდი წარმომედგინა კანადა ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მოუთმენლად ველოდები ფედერაციის თასზე გამოსვლას. და დაველოდები მომდევნო ოლიმპიადას პარიზში“, – დაწერა ანდრეესკუმ.

დღეისთვის კანადელი ჩოგბურთელი მეხუთე ადგილზეა ქალთა პროფესიული ტურის რეიტინგში.