ავსტრალიის ღია, მესამე დღე - ქალთა ტურნირს ორი ფავორიტი გამოეთიშა
ავსტრალიის ღია, მესამე დღე - ქალთა ტურნირს ორი ფავორიტი გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობის მესამე დღეს, ქალთა ტურნირი ორი მოულოდნელი შედეგით დაიწყო.

ბრძოლას გამოეთიშა ჩეხი პეტრა კვიტოვა. მსოფლიოს მერვე ჩოგანი სამ სეტში დამარცხდა რუმინელ სორანა კირსტეასთან – 4:6, 6:1, 1:6. ორი საათი და ხუთი წუთის განმავლობაში, კვიტოვამ 13 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ხუთი გამოიყენა, კირსტეამ – 16-დან ექვსი. ჩეხმა თავის მოწოდებაზე ძალიან ცუდად ითამაშა – შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველი მოწოდებაზე ქულების 54 პროცენტი აიღო, მეორეთი – 47 პროცენტი. პეტრას ძალიან ბევრი – 44 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა.

ასევე ტოვებს ავსტრალიის ღიას აშშ-ის ღია პირველობის 2019 წლის ჩემპიონი, კანადელი ბიანკა ანდრეესკუ. მას ორ სეტში მოუგო გამოცდილმა ტაივანელმა სუ-ვეი ჰსიემ – 6:3, 6:2.

აზიელმა ექვსჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, ანდრეესკუმ – ორჯერ. კანადელმა კატასტროფულად ითამაშა მეორე მოწოდებაზე – 23 გათამაშებიდან მხოლოდ ექვსი ქულა აიღო.

დატოვე კომენტარი