ლიონელ მესი ყველაზე „გაყიდვადი“ სპორტმენია

21:17, 28.09.2020

სააგენტო SportsPro ყოველწლიურად ადგენს იმ სპორტსმენების რეიტინგს, რომლებიც ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე „გაყიდვადი“ არიან.

სააგენტო კლასიფიკაციის შესადგენად საკუთარი მეთოდიკას იყენებს – სპორტსმენის წარმატებულობას აფასებენ მისი აქტუალური მიღწევებით, აუდიტორიის მოცულობით, საზოგადოებრივი აზრის რეზონანსით და შემოსავლით. სწორედ ამ ფაქტორების მიხედვით ფორმირდება საბოლოო შეფასება.

2020 წლის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ – მან 115 ქულა გამოიმუშავა. სრულად ათეული ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 115 ქულა
  2. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 113
  3. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 110
  4. ვირათ კოლი (კრიკეტი) – 109
  5. ბიანკა ანდრეესკუ (ჩოგბურთი) – 107
  6. ნეიმარი (ფეხბურთი) – 107
  7. ხაბიბ ნურმაგომედოვი (შერეული ორთაბრძოლები) – 106
  8. როჰით შარმა (კრიკეტი) – 103
  9. მოჰამედ სალაჰი (ფეხბურთი) – 103
  10. პაულო დიბალა (ფეხბურთი) – 100

სააგენტო ამ რეიტინგს 2011 წლიდან აწარმოებს.

მსგავსი