სააგენტო SportsPro ყოველწლიურად ადგენს იმ სპორტსმენების რეიტინგს, რომლებიც ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე „გაყიდვადი“ არიან.
სააგენტო კლასიფიკაციის შესადგენად საკუთარი მეთოდიკას იყენებს – სპორტსმენის წარმატებულობას აფასებენ მისი აქტუალური მიღწევებით, აუდიტორიის მოცულობით, საზოგადოებრივი აზრის რეზონანსით და შემოსავლით. სწორედ ამ ფაქტორების მიხედვით ფორმირდება საბოლოო შეფასება.
2020 წლის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ – მან 115 ქულა გამოიმუშავა. სრულად ათეული ასე გამოიყურება:
- ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 115 ქულა
- კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 113
- ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 110
- ვირათ კოლი (კრიკეტი) – 109
- ბიანკა ანდრეესკუ (ჩოგბურთი) – 107
- ნეიმარი (ფეხბურთი) – 107
- ხაბიბ ნურმაგომედოვი (შერეული ორთაბრძოლები) – 106
- როჰით შარმა (კრიკეტი) – 103
- მოჰამედ სალაჰი (ფეხბურთი) – 103
- პაულო დიბალა (ფეხბურთი) – 100
სააგენტო ამ რეიტინგს 2011 წლიდან აწარმოებს.